,,ხლოდნიკი" - პოლონური წვნიანი

ანნა პარე

15 ივნ 2020 |

ვიდრე საქართველოში წამოვიდოდით, ატლანტაში, ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა, გამოსამშვიდობებელ სადილზე დაგვპატიჟეს. სტარტერად პოლონელმა დიასახლისმა ცივი წვნიანი შემოგვთავაზა, რომელიც ჯერ მარტო ფერით მიგიზიდავს. დანახვისთავანავე შემიყვარდა და იმ წუთასვე ვთხოვე რეცეპტი, რომ შემდეგ თქვენთვის გამეზიარებინა. გემოს რაც შეეხება, ვფიქრობ მსგავსი ტიპის წვნიანები ზაფხულში ყოველ დღე თუ არა, კვირაში 2-3 ჯერ მაინც უნდა მოამზადო და ბოსტნეულის არომატებით ისიამოვნო. ,,ხლოდნიკის" ტექსტურა არის ბლანტი და ძალიან უცხო. გირჩევთ მოამზადოთ, ,,პოლონური ზაფხული" (ასე შევარქვით) ზაფხულის დღეს აუცილებლად გაგილამაზებთ :)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გაფცქვენით უმი ჭარხალი, გახეხეთ და მოათავსეთ დიდ ქვაბში. დაჭერით ჭარხლის ღეროები ფოთლის გარეშე და დაუმატეთ გახეხილ ჭარხალს. დაასხით ცივი წყალი, იმდენი, რომ ჭარხალი დაფაროს, დაამატეთ მარილი და დაახლოებით 15 წუთი ადუღეთ, რომ დარბილდეს. როდესაც წითელი მასა გაგრილდება, დაუმატეთ კიტრი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, მაწონი, კეფირი და არაჟანი. შეაზავეთ მარილით და პილპილით თქვენი გემოვნებით. ცოტა ხანი ქვაბი შედგით მაცივარში და გააციეთ.

სერვირების დროს წვნიანს დაუმატეთ მოხარშული კვერცხი, მოაყარეთ კამა და ცოტა კიტრი. ისიამოვნეთ ნამდვილი ზაფხულის კერძით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.